ტექნოპარკს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი – პასკალ მენიე ეწვია

419

დღეს, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე ეწვია. სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და გაეცნო სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს.

ელჩსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შედგა ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები. ელჩი ასევე, შეხვდა სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე სტარტაპებს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონის შესახებ, რომელშიც ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპს – Vrex-ს მისცეს. VRex საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე.

ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება. ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტაპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს.

მთელი დღის მანძილზე, საერთაშორისო ინვესტორების თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება pitch-ისა და reverse pitch-ის სეანსები, speed dating სტარტაპებსა და მთელი მსოფლიოს დიდ კომპანიებს შორის (star-up/meet- up), იქნება სადემონსტრაციო სივრცეები (demospace) სადაც სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ მათი გამოგონებები, ჩატარდება კონფერენციები და ადგილზე მოეწყობა სტარტაპების სხვადასხვა ატელიეები, პარიზი 2024-ის (ოლიმპიური თამაშების) კანდიდატურისთვის.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ვისაც სურთ ერთი დღის გატარება ინოვატორებისა და გამომგონებლების გარემოში, ფრანგი კოლეგებისა და შესაძლო ახალი ბიზნეს თანამშრომლების გაცნობა.

ჰაკათონი სცდება სპორტული ღონისძიების ჩარჩოებს. სტარტაპებმა, ისევე როგორც დიდმა კომპანიებმა, უნდა გაითავისონ ოლიმპიადაზე პარიზის კანდიდატურის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც სპორტის გარდა, რა თქმა უნდა გულისხმობს გარემოს, ტრანსპორტს, ლოჯისტიკას, ურბანიზმს, მშენებლობას, ტურიზმს, კვებას, ხალხის ნაკადების მართვას და ა.შ.

Comments
Loading...