ტაქსის გამოძახების სერვისმა Gett, შესაძლოა მთელი თავისი ბიზნესი გაყიდოს

39

ტაქსის გამოძახების აგრეგატი Gett მყიდველს ეძებს, რათა კონკურენცია გაუწიოს უფრო მსხვილ კომპანიებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ უკვე მიმართა ავტომობილების გაქირავების ფირმებს. Gett-ს შეუძლია გაყიდოს მთელი თავისი ბიზნესი, ან შიდა ბაზრის გარეთ, განტვირთოს თავისი რეგიონალური ოპერაციები.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდის დონეზეა და შესაძლოა, კომპანიამ ჩანაფიქრი არც განახორციელოს.

კომპანია 2010 წელს დაარსდა. იგი მუშაობს ისრაელში, რუსეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. 2016 წლის მაისის ბოლოს, გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen, Gett-ის სერვისში 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო და განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება სურს.

Comments
Loading...