სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ “საქართველოს თანასწორობის ასოციაცია” დაფუძნდა

107

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  „საქართველოს თანასწორობის ასოციაცია“ დაფუძნდა. ორგანიზაციის სამომავალო საქმიანობასა და გეგმებზე ახალგაზრდებმა პრეზენტაცია გამართეს. პროექტში ჩართული თბილისში მოქმედი 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი,    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,    ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტი და  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო  პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოვება. უახლოეს მომავალში ასოციაცია უნივერსიტეტებში შექმნის და გააერთიანებს სტუდენტთა თანასწორობის კლუბებს და იმუშავებს გენდერულად დაბალანსებული სამართლიანი გარემოს  შექმნასა და ახალგაზრდების გაძლიერებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე.

„საქართველოს თანასწორობის ასოციაცია“   პირველ პროექტს ,, თანასწორობის სკოლა“   მიმდინარე წლის თებერვალში ბაკურიანში გეგმავს, სადაც მონაწილეობას სხავდასხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეული 40  ახალგაზრდა მიირებს.

,,გენდერული პრობლემების სიღრმისეული გააზრებისა და სათანადო გარემოში აღმოჩენის შემდეგ გაგვიჩნდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით უნივერსიტეტებსა და მათ გარეთ აქტიური მუშაობის დაწყების სურვილი. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საჭიროებას’’-აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე, სტუდენტი ნინი შაქარაშვილი.

Comments
Loading...