სწრაფი სესხები საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე

1, 700

დღესდღეობით კრედიტები საკმაოდ პოპულარული ფინანსური სერვისია და მოსახლეობის უმრავლესობაც სარგებლობს ამ პროდუქტით. გარკვეულ ნაწილს ხშირად ექმნება პრობლემა sesxebi  დროულად დაფარვისას. ნებისმიერ მომხმარებელს რომელსაც ოდესმე უსარგებლია სესხის შემოთავაზებით, ინფორმაცია ამის შესახებ აუცილებლად დაფიქსირდება „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში. მონაცემებს ამის შესახებ ასევე უწოდებენ საკრედიტო ისტორიას, რომელიც აქვს ყველა იმ მომხმარებელს რომელიც სარგებლობს ამ სერვისით.

საკრედიტო ისტორიაში მითითებულია ყველანაირი ინფორმაცია; მომხმარებლის მიერ აღებულ სესხების ტიპებზე, კომპანიებზე რომლიდანაც მან აიღო კრედიტი, რამდენად ხშირად სარგებლობს მომხმარებელი ამ პროდუქტით და აქვს თუ არა რაიმე სახის დარღვევები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით "კრედიტინფო საქართველოში" მოიპოვება ინფორმაცია დადებით და უარყოფით საკრედიტო ისტორიებზე. თუ ფიზიკურ პირს არ ჰქონია დარღვევები და ის დროულად ფარავს გადასახდელ თანხას მაშინ, მონაცემები კლიენტის შესახებ იქნება დადებითი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირი დაფიქსირდება როგორც ურჩი გადამხდელი და შესაბამისად მას ექნება ნეგატიური საკრედიტო ისტორიაც. ასეთ შემთხვევაში, ამ ადამიანს გაუჭირდება საბანკო პროდუქტებით სარგებლობა როგორიცაა მაგალითად; სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი, და ავტო სესხი. ამ მომსახურეობისათვის საჭირო თანხას ის სავარაუდოთ ვერ მიიღებს საბანკო დაწესებულებებში. მონაცემები მომხმარებლის შესახებ „კრედიტინფო საქართველოში“ ინახება 5 წლის განმავლობაში. თუ ფიზიკურმა პირმა 5 წლის განმავლობაში არ ისარგებლა ზემოთხსენებული ფინანსური პროდუქტებით მონაცემები მის შესახებ იშლება.

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ნეგატიური საკრედიტო ისტორია გაქვთ. თუ ბანკი ვერ უზრუნველყოფს თქვენს ფულად საჭიროებებს არსებობს სხვა ალტერნატივაც. საკრედიტო ბაზარზე უამრავი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც მათ შორის საკმაოდ დიდია. სესხის გამცემი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ მოიზიდონ თქვენი ყურადღება სხვადასხვა შემოთავაზებებით. ისეთი შემთხვევებისთვის კი როგორიცაა დავალიანების მქონე პირები არსებობს სესხი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში. ეს მომსახურეობა უამრავი უპირატესობით გამოირჩევა, რადგან საჭირო თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად, კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად.

• სწრაფი სერვისი – ბანკებისგან განსხვავებით სადაც სესხის განაცხადისთვის უამრავი პროცედურის გავლაა საჭირო და დოკუმენტების წარდგენა სწრაფი სესხის თანხის მიღება 15 წუთში არის შესაძლებელი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორმალობების გარეშე, რათა მომხმარებელმა შეძლოს ფინანსური პრობლემებთან სწრაფად გამკლავება.

• კომფორტი – სესხის აღება სახლიდან გაუსვლელად და ნებისმიერი ადგილიდან უკვე დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის. უამრავი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როცა კლიენტი ვერ მიდის ფილიალში და თანხა სასწრაფოდ სჭირდება. მათ შორისაა ქალაქგარეთ ყოფნა, არასამუშაო საათები და სხვა. სწრაფი სესხების კომფორტი კი სწორედ ისაა, რომ თანხის მიღება ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში შეიძლება.

• მოქნილი პირობები – სწრაფი კრედიტები გამოირჩევიან მოქნილობით, რადგან მომხმარებელი ზოგავს დროს და აკმაყოფილებს საკუთად საჭიროებებს უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა, მომსახურებით სარგებლობა არ საჭიროებს დასაქმების ცნობა, თავდები პირის წარდგენას, ამონაწერს და ინფორმაციას საკრედიტო ისტორიის შესახებ.

რა უნდა გაითვალისწინოთ გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკრედიტო კომპანიებმა მომხმარებლებს ახალი ფინანსური პროდუქტის შეთავაზება დაიწყეს – გრძელვადიანი ონლაინ სესხი. ამ სერვისის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თანხის მოცულობა გაზრდილია. მაგალითად, აქამდე თუ სწრაფი სესხი 1000 ლარამდე იყო დღეს შეგიძლიათ ისესხოთ 3000-მდე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფარვის ვადაც უფრო ხანგრძლივია და ის არ გაიცემა საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე, რადგან დიდი თანხის გაცემის შემთხვევაში რისკებიც იზრდება. თუ გსურთ ისარგებლოთ გრძელვადიანი სესხებით   უნდა გახსოვდეთ, რომ კრედიტორი აუცილებლად გადაამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას, რადგან დიდი თანხის შემთხვევაში მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს გადახდისუნარიანი. მიუხედავად ამისა, თუ კლიენტი დროულად ვერ ახერხებს სესხის დაბრუნებას მას შეუძლია ისარგებლოს გადავადების სერვისით. სესხის გადავადების დროს მომხმარებელი ირჩევს სასურველ დროს კრედიტის დასაბრუნებლად.

იმისათვის, რომ გქონდეთ პოზიტიური საკრედიტო ისტორია დროულად უნდა დაფაროთ სესხის თანხა, შეასრულოთ ყველა დაკისრებული ვალდებულებები და არასდროს შეგექმნებათ პრობლემა კრედიტებთან დაკავშირებით. დადებითი საკრედიტო ისტორია ნიშნავს სესხის დამტკიცების მაღალ შანსებს.

Comments
Loading...