სფეისი – რა ცვლილებებია აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

62

ნახევარი წლის წინ პირველად რეგიონში, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი გამოჩნდა. ბანკი ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით – ეს ე.წ. ნეობანკი სფეისია.

სფეისის აპლიკაციაით შესაძლებელია:

  • საბანკო ანგარიშის გახსნა დისტანციურად.
  • სფეის ბარათის შეკვეთა აპლიკაციიდან სახლში მიტანის სერვისით.
  • 24/7-ზე ნებისმიერი ბანკის ბარათზე თანხის გადარიცხვა მომენტალურად მობილურის ნომრით ან მესენჯერით.
  • აიღო sesxi 2 წუთში
  • სხვა ბანკის ბარათების მიბმა და ბარათებს შორის გადარიცხვა.
  • კომუნალურების გადახდა საკომისიოს გარეშე და სხვა.

ახლახანს კი სფეისმა აპლიკაცია განაახლა და დაამატა ის ფუნქციები, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე მეტად ითხოვნდა.

სფეისის განახლებულ ვერსიაში უკვე დამატებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: პასპორტით რეგისტრაცია, რეგისტრაცია ინდ. მეწარმეებისთვის, საბანკო ანგარიშის ნომრით გადარიცხვა. ასევე გამარტივდა სესხის აღების პროცესი, ბარათის გააქტიურება და მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ტრანზაქციების ისტორიის ნახვა.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქტის განვითარების მთავარი მონაწილე სწორედ მომხმარებელია და მათი კომენტარების და რეკომენდაციების ანალიზის მიხედვით იგეგმება ცვლილებები აპლიკაციაში. „ამ სიახლეების გარდა, ჩვენ ბეტა ვერსიის ეტაპი დავასრულეთ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებებს ვგეგმავთ“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია: space.ge

Comments
Loading...