სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

303

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის პროდუქტების  სექციებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს  კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000 ლარით დაჯარიმდა.

მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

Comments
Loading...