სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი” ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის

335

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, "მუშტაიდის ბაღთან" მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ვისოლი" ავრცელებს.

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალი "სმარტის" ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა "ტრუჩილოს" და "დანკინ დონატსის" ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

Comments
Loading...