სულ მალე აჭარაში საერთაშორის 5* -იანი სასტუმროების ქსელი Crowne Plaza გაიხსნება

10

„მზიური გარდენსი“ გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია აჭარის რეგიონში, ბათუმიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, კურორტ მახინჯაურში სადაც ზღვის და მთის ჰაერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის საოცრად ჰარმონიულ და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.

„მზიური გარდენსი“ 12,000 კვ.მ -ზეა განთავსებული და სამი ბლოკისგან შედგება.

აქედან ერთ-ერთში კი განთავსდება 5* იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Crowne Plaza.

Crowne Plaza მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, Inter Continental Hotels Group-ი (IHG) ნაწილია. ევროპაში IHG-ის პორტფოლიოს ბრენდების 600 სასტუმროა წარმოდგენილი, რომელთა შორისაცაა InterContinental Hotels & Resorts-ი, Holiday Inn-იდა Holiday Inn Express-ი. რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე მუშაობს IHG-ის გამორჩეული ბრენდი – Holiday Inn Tbilisi და Crowne Plaza ბორჯომი.

„მზიური გარდენსის“კომპლექსში Crowne Plaza -ს კლასის  სასტუმროს არსებობა  ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ღირებულების მატარებელია.

გარდა იმისა რომ ჩვენს მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლობ სასტუმროს 5* -იანი სერვისებით, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა, თუ რელაქსაციისთვის, ასევე  მზიური გარდენსში დაბანდებული ინვესტიცია მუდმივად მზარდი სოლიდური შემოსავლის წყაროა.

მხოლოდ 5 წელში შესაძლებელია აპარტამენტების გაქირავებით ინვესტიციის დაბრუნება  წლიური ROI-ით 14%.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60 ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა, რომელიც როგორც კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენი მიზანია აჭარა კონრეტულად კი მახინჯაური ვაქციოთ 4ივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 5* იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელს Crowne Plaza -ს  და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონ ლარს შეადგენს.

Comments
Loading...