სუეცის არხის ერთკვირიანი ბლოკირების გამო, ეგვიპტე 1 მლრდ დოლარზე მეტის კომპენსაციას ელოდება

5

Ever Given-ის მიერ სუეცის არხის თითქმის ერთკვირიანი ბლოკირების გამო, ეგვიპტე 1 მილიარდ დოლარზე მეტის კომპენსაციას ელოდება. ამის შესახებ Associated Press წერს.

“ეს ქვეყნის უფლებაა”, – თქვა სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოსამა რაბიემ და არ დააკონკრეტა, თუ ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია. ანაზღაურება მოიცავს სამაშველო ოპერაციის ღირებულებას, მოძრაობის შეფერხების დანაკარგებს და დაკარგულ სატრანზიტო მოსაკრებლებს.

რაბიემ ასევე განაცხადა, რომ კონტეინერის გემს და მის ტვირთს ეგვიპტის დატოვების უფლება არ ექნებათ, თუ სარჩელი სასამართლოში იქნა შეტანილი. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პროცესი შეიძლება გართულდეს, რადგან Ever Given იაპონური კომპანიის საკუთრებაა და პანამის დროშის ქვეშ დაცურავს.

კონტეინერი Ever Given სუეცის არხში წითელი ზღვიდან შესვლის შემდეგ, 23 მარტს გაიჭედა. ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობის დროს მასზე მოხდა ელექტროენერგიის სრული გათიშვა, რასაც შეიძლება გამოეწვია ინციდენტი. სხვა წყაროების მიხედვით, ინციდენტის მთავარი მიზეზი ძლიერი ქარიშხალი იყო.

შედეგად, სუეცის არხზე მოძრაობა პარალიზებული იყო თითქმის ერთი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სატრანსპორტო კომპანიას თავიანთი გემების მარშრუტების შეცვლა მოუწიათ.

შაბათს, 27 მარტს, გიგანტურმა ხომალდმა პირველად შეძლო ბუქსირების დახმარებით ოდნავ გადაადგილება. 29 მარტს, დილით, სამაშველო ჯგუფებმა მოახერხეს გემის გამოყვანა. ამის გაკეთება ინჟინრებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც ფლაგონებმა დაახლოებით 27 ათასი კუბური მეტრი ქვიშა, რომელშიც გემი იყო ჩარჩენილი.

Comments
Loading...