სტეფანე SPACEHAL-ის სცენაზე 22 აპირლს წარსდგება

384

ქართველი მუსიკოსისა და პროდიუსერის კარიერა 20 წლის წინ დაიწყო. 1997 წლიდან მოყოლებული არტისტი ქართულ ესტრადაზე პოპულარული რამდენიმე მიზეზით გახდა. მუსიკოსმა პოპის, ბლუზის, ფანქისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავით დაიმკვიდრა თავი. "მოდუნდი", "არ მოხვალ ჩემთან", "წამოდი" ის ნამუშევრებია, რომლებითაც  მსმენელმა გაიცნო.

სტეფანეს მუსიკალურ გემოვნებაზე განსაკუთრებული გავლენა Prince-მა მოახდინა. მოგვიანებით მუსიკოსი Jay-Jay Johanson-ის შემოქმედებით მოიხიბლა. მისი კარიერული წარმატება ინდივიდუალურმა იმიჯმა და ჯაზის, ფანკის, ელექტრონული მუსიკისა, თუ ბლუზის უნიკალურმა ნაზავმა განაპირობა.

2000 წელს სტეფანემ ჩაწერა სიმღერის "დიდხანს გელოდი" ქავერი, მოგვიანებით კი მაია დარსმელიძესთან ერთად შექმნა ჰიტი "ხელები".

2009 წელი სტეფანესთვის სკანდალური აღმოჩნდა – "ევროვიზიაზე" მისი პროექტი Stephane & 3G სიმღერით We Don’t Wanna Put In საქართველოს სახელით უნდა წარმდგარიყო, თუმცა, კონკურსმა სიმღერა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკა. 

სამაგიეროდ, ამავე წელს სტეფანე გახდა პირველი ქართველ არტისტთაგან, რომელიც MTV Europe-ის ჩარტებში მოხვდა.

2017 წელს ქართველი მსმენელის ამოჩმებეულ სიმღერად სტეფანეს ახალი ქავერი "ჩემი აღარა ხარ, მორჩა" იქცა. 

სტეფანე SPACEHALL-ის სტუმრების წინაშე 22 აპრილს წარდგება. საკონცერტო ღამეზე მოისმენთ ქართველ არტისტს, HAMATSUKI-ს, მამუკა ცხადაიას პროექტს. 

Comments
Loading...