სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-მ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

295

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ, ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ოზურგეთის ცენტრში 2000-მდე აბონენტების ენერგომომარაგება.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე დასრულებულია მაღალი ძაბვის კაბელის მონტაჟი, გაიჭიმა ხაზი ორ ფიდერს შორის, რითაც შეიქმნა ქ. ოზურგეთის ცენტრში აბონენტების ენერგომომარაგების ალტერნატიული წყარო.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

Comments
Loading...