სპარ საქართველოს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს საქართველოში ანალოგი არ აქვს

291

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს და ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში სპარის ბრენდის ქვეშ პირველი რეგიონული მარკეტი შარშან ზუგდიდში გაიხსნა.

პროექტი წარმატებული გამოდგა და დაახლოებით ნახევარ წელიწადში ზუგდიდს უკვე მეორე სპარიც შეემატა. წელს აგვისტოში ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია 2 მარკეტის გახსნა: ერთი სამტრედიაში და მეორე თბილისში, კერძოდ გლდანში. სპარის მენეჯმენტის განმარტებით მომდევნო 2 წლის განმავლობაში სპარის ბრენდის ქვეშ მარკეტები საქართველოს ყველა ქალაქში გაიხსნება.  

როგორც სამტრედიის სპარის ლიცენზიის მფლობელი, ბატონი პავლე აცხადებს სპარის პროექტს საქართველოში ანალოგი არ აქვს. სპარის ფრენჩაიზინგის პროექტი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე საცალო ვაჭრობის მოდელს, ამასთანავე საქართველოს რეგიონებში ხდება საერთაშორისო წარმატებული ბრენდის გამოცდილების დანერგვა. რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

დღეს ნებისმიერ მცირე მეწარმეს რომელსაც აქვს ერთი ან რამოდენიმე მარკეტი ან აპირებს მარკეტის გახსნას და სურს მოერგოს თანამედროვე საცალო ვაჭრობის სტანდარტებს შეუძლია გაერთიანდეს სპარის ბრენდის ქვეშ.  სპარი ფრენჩაიზერებს უზიარებს  მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას და უცხადებს მათ სრულ მხარდაჭერასა და მზაობას მარკეტის გახსნის პროცესში. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შეუძლიათ როგორც არსებულ მაღაზიებს, ისე ნებისმიერი მსურველ ინვესტორსა თუ მეწარმეს. 

აღსანიშნავია რომ რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტის გარდა სპარ საქართველო ასევე აქტიურად აფართოებს საკუთარი სუპერმარკეტების ქსელს. ივლისში თბილისში რიგით  30-ე სპარი გაიხსნა და როგორც სპარის მენეჯმენტში განმარტავენ წლის ბოლომდე ყოველთვიურად მინიმუმ 2 მარკეტის გახსნაა დაგეგმილი.  ამჟამად სპარი ბაზარზე წარმოდგენილია ფილიალებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.

Comments
Loading...