სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

430

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას "ვივეროს პროვედო" შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა, – აღნიშნულის შესხაებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთაშესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.

Comments
Loading...