2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა 89.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია რომ მთლიანი ექსპორტირებული საქონლის 33.3% (29.9 მილიონი დოლარი) თხილი და სხვა კაკალია, რომელსაც სიდიდით ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვრის ან თხის ხორცი მოყვება.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი 2.4-ჯერ აღემატება ექსპორტს და ჯამში 217.6 მილიონ დოლარს შეადგენს. იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ლიდერობს ხორბალი და მესლინი, რომელმაც მთლიანი იმპორტის 21.9% (47.7 მილიონი დოლარი) შეადგინა. ხორბლის და მესლინის შემდეგ ყველაზე დიდი ღირებულების იმპორტირებული საქონელია შინაური ფრინველის და ღორის ხორცი.