სოფლის მეურნეობის დარგში, პროდუქციის გამოშვება, მთლიან შიდა პროდუქტში 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს

312

2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 9% შეადგინა (635.1 მილიონი ლარი). წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მონაცემი 0.5 პროცენტული ერთეულითაა შემცირებული (-25.6 მილიონი ლარი).

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში სტაბილური ხასიათისაა და სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ლიდერობს მეცხოველეობა, რომელსაც მემცენარეობა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურება მოყვება. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში მეცხოველეობამ სოფლის მეურნეობის 70% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო მომსახურება ერთადერთია, რომელიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სტაბილური, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

Comments
Loading...