სონღულაშვილი: თუკი 200 ათას ლარიანი ზღვარი არ შემცირდა, აუცილებლად გაიზრდება სავალუტო გაცვლითი კურსი

28

„თუკი 200 ათასი ლარიანი ზღვარი არ შემცირდა, მივიღებთ იგივე ეფექტს, რაც მოხდა 2019 წლის ბოლოს. ანუ, აუცილებლად გაიზრდება სავალუტო გაცვლითი კურსი, რაც აუცილებლად შემდეგში გამოიწვევს ინფლაციას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა.

„ის, რომ არ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა, ეს, რა თქმა უნდა, უკვე კარგი არის, რადგან შესაბამისად არ გაძვირდება სესხები, ეს ცალსახად გამოიწვევს დადებით ეფექტს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსთა სამინისტროში და ეს საკითხი ალბათ თებერვალში იქნება განხილული.

ჩემი აზრით, 200 ათასი ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარიანამდე შემცირება აუცილებლად გამოიწვევს გაცვლითი კურსის შემცირებას.

გამკაცრების პოლიტიკა ყოველთვის არის ხოლმე ეკონომიკური ზრდის უკუპროპორციული. როდესაც ეროვნული ბანკი ამკაცრებს თავის პოლიტიკას, ეს აუცილებლად აფერხებს ეკონომიკის ზრდის პროცესს, შესაბამისად, იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდის პროცესი გაუმჯობესდეს, ამისათვის მნიშვნელოვანია შერბილების პოლიტიკა. თუკი 200 ათასი ლარიანი ზღვარი არ შემცირდა, მივიღებთ იგივე ეფექტს, რაც მოხდა 2019 წლის ბოლოს. ანუ, აუცილებლად გაიზრდება სავალუტო გაცვლითი კურსი, რაც აუცილებლად შემდეგში გამოიწვევს ინფლაციას.“ – განაცხადა დავით სინღულაშვილმა.

Comments
Loading...