სომხეთმა რუსეთიდან ქვეყანში ღორის ხორცისა და ფრინველის ყველა სახეობის შეტანა აკრძალა

59

სომხეთმა დროებითი აკრძალვა დააწესა რუსეთიდან ქვეყანაში ღორებისა და ფრინველების ყველა სახეობის შეტანაზე, რათა თავიდან აიცილოს ღორის აფრიკული შავი ჭირი და ფრინველის გრიპი.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები 28 აგვისტოდან ამოქმედდა. სომხეთმა აკრძალა ცოცხალი ღორის, გარეული ღორის ხორცის და რქოსანი პირუტყვის ნედლეულის ქვეყანაში შეტანა. აგრეთვე დროებითი შეზღუდვები ეხება ნანადირევის, ღორის საკვებსა და საკვები დანამატების ყველა სახეობას.

გარდა ამისა, სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთიდან ქვეყანაში ყველა სახეობის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის პროდუქტების, ნედლეულის, ბუმბულის, სასაქონლო და ინკუბატორის კვერცხების შეტანაც აიკრძალოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფრიკული შავი ჭირისა და ფრინველის გრიპის გავრცელების ნიშნები დაფიქსირდა.

Comments
Loading...