სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას

11

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

არაბული კომპანია Masdar- სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს.

სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება არაბული კომპანია Masdar-, ხოლო 15%-ის სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი.  BOO ტიპის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი პროეტქს განახორციელებს აშენების, ფლობისა და ოპერირების უფლებით.

შედარებისთვის, იგივე ფართობის საჭიროების მქონე ნამახვანჰესის პროექტში, რომელის სიმძლავრეც სომხურ მზის სადგურზე 2 ჯერ მეტია (433 მგვტ), ხოლო გამომუშავება კი 5-ჯერ მეტი, ინვესტორი 800 მლნ$-ის ინვესტიციას ახორციელებსნამახვანჰესის ინვესტიცია რამდენჯერმე აღემატება სომხეთში განხორციელებულ არაბულ ინვესტიციას, რომელიც ამ ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი უცხოური პროექტია.

ზოგადად, საინტერესოა მზისა და ჰიდრო რესურსების გამომუშავების ურთიერთშედარება.

ენერგეტიკოსები მზის სადგურის გამომუშავებას იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რამდენი ენერგიის წარმოება შეუძლია მთელ სადგურს ერთდროულად. მარტივად რომ ავხსნათ,

მზის პანელები წარმოქმნიან ელექტროენერგიას მუდმივი დენის (DC) სახით, მაგრამ ჩვენი ელექტროქსელი და ყველაფერი ჩვენს სახლშიმუშაობს ცვლად დენზე (AC).  იმისათვის, რომ მზისგან მიღებული ელექტროენერგიის გარდაქმნა მოხდეს, ამისათვის მზის ფერმას დამატებით, საკმაოდ რთული და ძვირადღირებული აღჭურვილობა ესაჭიროება. ელექტროენერგიის ტრანსფორმაციის პროცესში კი დაახლოებით 15-20% ენერგია იკარგება.

ამიტომ, თუ მზისა და ჰიდრო ენერგიის 1 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს შევადარებთ, ისინი არ გამოიმუშავებენ ერთიდაიმავე რაოდენობის ელექტროენერგიას

მზის ენერგიის 1 მეგავატი წარმოქმნის დაახლოებით 1.3-1.6 მლნ. კვტ/სთ, როდესაც 1 მეგავატი ჰიდროენერგია გამოიმუშავებს დაახლოებით 3.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას წელიწადში.

Comments
Loading...