“სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ორგანიზებით ჩატარდება ლექცია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ

39

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ორგანიზებით დღეს, 6 თებერვალს, ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ქიმიკების კლუბში, დილის 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ ლექციას/ტრენინგს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

ლექცია/ტრენინგის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ.

ლექციებს დაესწრებიან ქალაქ რუსთავში არსებული კორპუსების თავმჯდომარეები, რომლებიც მიღებულ ინფორმაციას მოგვიანებით გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ლექციები გაგრძელდება სამი დღის მანძილზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...