თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, პარალელურად იზრდება თანამედროვე ტექნიკაზე მოთხოვნილებაც. აქედან გამომდინარე, მომწოდებლები ცდილობენ მომხმარებელს რაც შეიძლება თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზონ, როგორიცაა: კომპიუტერული ტექნიკა (ნოუთბუქი, პლანშეტი, მონიტორი, ტაბლეტი, ვებ–კამერა და სხვა), მობილური ტელეფონები, TV-ფოტო–ვიდეო–აუდიო აპარატურა ( ვიდეოკამერა, ტელევიზორი, აუდიო სისტემა და სხვა) და სხვა.
ინტერნეტ მაღაზია deals.ge–ში ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი და მომხმარებელს შეუძლია სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს.
www.deals.ge–ზე მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც რეგიონებში დაბალ ფასად, ხოლო თბილისის მასშტაბით ნივთის უფასო მიწოდებას გულისხმობს.
რაც მთავარია, ინტერნეტ მაღაზიაში არსებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია. საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია საგარანტიო ტალონის წარდგენა, რომელსაც ნივთის შეძენის მომენტში მიიღებთ. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას (ნივთის შეკეთების დრო დამოკიდებულია უშუალოდ სერვის ცენტრზე) ხოლო თუ მისი შეკეთებით ვერ მოხერხდა მოწყობილობის დაზიანების აღმოფხვრა, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნივთის სხვა ნივთით შეცვლა, ონლაინ მაღაზია შეკვეთას აუქმებს და შეკვეთაში გადახდილი თანხა მომხმარებელს უბრუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეძენა განვადებით გსურთ, საშუალება გეძლევათ ონლაინ საბანკო ან შიდა განვადებით ისარგებლოთ. ამ ეტაპზე საბანკო განვადების გაფორმება შესაძლებელია: ბანკ რესპუბლიკასთან და ლიბერთი ბანკთან.
რაც შეეხება, შიდა განვადებით სარგებლობის პირობებს, შიდა განვადების ხანგრძლივობა 2 – 12 თვეა, 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანი საჭირო არ არის, ხოლო დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე.