სლოვაკი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

377

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით სლოვაკეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

6 დღის განმავლობაში ინფოტურის 8 მონაწილე სიღნაღს, ყვარელს, ბორჯომს, თბილისსა და მცხეთას ეწვია. პრესტურის ფარგლებში სტუმრებმა რეგიონებში არსებული ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სლოვაკ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ.

Comments
Loading...