სკოლა “ოლიმპის” მედალოსანი გოგონები

449

არცთუ ბევრი მოსწავლეა თბილისში, რომელსაც შეუძლია იამაყოს, რომ   გრანტის მფლობელი იყო სკოლაში სწავლის პერიოდში. რამდენად რთულია, იყო ყველა საგანში გამორჩეული მოწაფე და რა გამოწვევების წინაშე დგანან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, ამაზე სკოლა "ოლიმპის" მედალოსანი გოგონები, მარიამ მენაბდე და ნინი კვაშილავა საუბრობენ.

"სკოლა "ოლიმპის" მეთორმეტეკლასელი ვარ. რა თქმა უნდა, ადვილი არაა იყო გრანტის მფლობელი. ეს დიდ გარჯას მოითხოვს. არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ მოუმზადებელი მოვიდე სკოლაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ  გარემო და თითოეული პედაგოგი საშუალებას აძლევს ბავშვს, სკოლის სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი. ვამაყობ იმით, რასაც ამ სკოლის კედლებში მივაღწიე და მადლობელი ვარ თითოეული პედაგოგის. იმედი მაქვს, უმაღლეს სასწავლებელშიც ასეთი წარმატებით გავაგრძელებ სწავლას.  მალე სკოლას დავამთავრებ. მიხარია იმიტომ, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები აქ გამეტარებინა. "ოლიმპელობა" არის გრძნობა, რომელიც  თითოეულ კურსდამთავრებულს თან სდევს სკოლის დამთავრების შემდეგ. მჯერა, მეც მომენატრება სკოლის სკედლები, თუმცა წინ დიდი გამოწვევებია", – განაცხადა მარიამ მენაბდემ.

"სასიხარულოა, რომ სკოლას  წარმატებული მოსწავლეები არ რჩება ყურადღების მიღმა და მათ სასკოლო გრანტს სთავაზობს, რითაც "ოლიმპი" სხვა მრავალი კერძო სკოლისგან გამოირჩევა. ამის მაგალითი თავად გავხდი და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ასეთი შეთავაზებები მოსწავლეს უფრო მოტივირებულსა და მოდნომებულს ხდის. ჩვენი სკოლა არის ერთი დიდი ოჯახი მეგობრული გარემოთი.  "ოლიმპი" 15 წელზე მეტია, რაც არსებობს და ყოველ წელს ახალ გამოწვევებს სთავაზობს თავის მოსწავლეებს.  ყველა მოსწავლეს, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, ვურჩევ, არ დაზოგონ თავი და მიიღონ მაქსიმალური ცოდნა", – განაცხადა ნინი კვაშილავამ.

მაღალი აკადემიური სტანდარტის სკოლა "ოლიმპი"  ეფექტური სააღმზრდელო პროგრამით გამოირჩევა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის  ინდივიდუალურ მიდგომებზე. ერთიან სივრცეში თავმოყრილი სპორტული და აკადემიური აქტივობები: ცურვა, ჭადრაკი, ქართული ცეკვა, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება, ხელოვნება ანტიკური მითოლოგიის კონტექსტში, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა, ფეხბურთი, კარატე, კალათბურთი  და სხვა. მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ესპანურ ენებს. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც.

Comments
Loading...