სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვევიან

438

ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს,  სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან. სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობიან  სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს.

ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კუთხით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე, პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე, ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე, ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

Comments
Loading...