სინძო აბეს განცხადებით, მოსკოვი და ტოკიო, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის ყველაფერს გააკეთებს

92

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ განაცხადა, რომ იგი და ვლადიმერ პუტინი მთელ ძალისხმევას მიმართავენ, რათა მოსკოვსა და ტოკიოს შორის სამშვიდობო შეთანხმება მოხდეს.

"ჩვენი ახალი მიდგომები ცვლიან იაპონურ-რუსულ თანამშრომლობას. ასეთი გამოცდილების დაგროვებით ჩვენ მივდივართ იქ, რისკენ მივისწრაფვით მეც და პრეზიდენტიც, ეს სამშვიდობო შეთანხმებაა", – აცხადებს აბე.

სინძო აბე რუსეთში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება. ღონისძიება ვლადივოსტოკში 11-13 სექტემბერს ჩატარდება.

1956 წელს სსრკ-მა და იაპონიამ ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიზნით, დათანხმდა, რომ ხაბომაის და შიკოტანის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდა. სსრკ განიხილავდა, რომ დოკუმენტი წერტილს დაუსვამდა დავას, ხოლო იაპონიას მიაჩნდა, რომ აღნიშნული დოკუმენტით მხოლოდ პრობლემების ნაწილის მოგვარება იქნებოდა შესაძლებელი.

Comments
Loading...