“სინოვაკს” ევროკავშირისა და შენგენის მხოლოდ 7 ქვეყანა აღიარებს

5

„სინოვაკის“ ვაქცინას მოგზაურობისას ევროკავშირისა და შენგენის ზონის მხოლოდ შვიდი ქვეყანა აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას შენგენის ოფიციალური ვებგვერდი Schengenvisainfo ავრცელებს.

„სინოვაკით“ აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.

ამჟამად, ევროპის ყველა ქვეყანა აღიარებს ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინით აცრას, საუბარია Oxford/AstraZeneca-ზე, Pfizer/BioNTech-ზე, Moderna-სა და Johnson & Johnson-ზე.

თუმცა, წესები ანალოგიურად არ ვრცელდება იმ მოგზაურებზე, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ვაქცინა გაიკეთეს, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, “სინოვაკი”.

“სინოვაკი” ჩინეთში წარმოებული ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტიანობისა ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

Comments
Loading...