სილქ დაზღვევა – სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

31

28 თებერვლიდან, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს დაზღვევის შეძენის ახალ კომფორტულ გზას შესთავაზებს. სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს სახლის დაზღვევა, უკვე პირდაპირ სილქ ტვ-დან შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დაზღვევის გააქტიურება სილქ ტვ-ის აბონენტებს ტელევიზორის მენიუში, აპლიკაციების ველიდან შეეძლებათ. აპლიკაციის ველში შესვლისთანავე მომხმარებელი აირჩევს ღილაკს სილქ დაზღვევა, რის შემდეგაც მას სილქნეტის ოპერატორი დაუკავშირდება და დაზღვევის დეტალებს გააცნობს.

სილქ დაზღვევა, ქონების შემდეგი რისკებისგან დაზღვევას ითვალისწინებს:

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
  • კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა;
  • ხანძარი;
  • აფეთქება;
  • სტიქიური მოვლენების შედეგად, ფასადის შუშის დაზიანება.

სილქ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება სილქნეტის ქოლცენტრის საშუალებით.

Comments
Loading...