სილქნეტი მომხმარებლებს მობილურ ქსელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ აწვდის ინფორმაციას

36

სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება, რაც მასიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს.

“ამ სისტემის კომპლექსურებიდან გამომდინარე, მომდევნო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს განახლებული სისტემის ოპტიმიზაცია, რაც, შესაძლოა, გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული.

ამჟამად, გრძელდება მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში, რათა უმოკლეს ვადაში დასრულდეს აღნიშნული ოპტიმიზაციის სამუშაოები და სრულად აღდგეს მობილური სერვისის შეუფერხებელი მიწოდება მომხმარებლებისთვის.

კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...