სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს

284

ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტისგან განსაკუთრებული საჩუქარი ელით – 9 ოქტომბერს, "სილქ უნივერსალზე" გათამაშება იწყება. გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ლა ლიგას მატჩს დაესწრება.

"უკვე მესამე წელია, რაც სილქნეტი, ლა ლიგასთან ერთად, საფეხბურთო ვიქტორინას ატარებს. წელს, ჩვენი მაყურებელი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ყველაზე სწრაფად დააგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს, ესპანეთში, "ბილბაოს ატლეტიკისა" და "მადრიდის რეალის" თამაშს დაესწრება", – განმარტეს სილქნეტში.

ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, სილქ უნივერსალზე სამი კითხვა დაისმევა ესპანეთის ჩემპიონატის გარშემო. კითხვები დაანონსდება სილქნეტის სპორტული არხების ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/SilkMediaHouse/, სადაც შეძლებთ თქვენი პასუხების დაფიქსირებას.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ https://www.facebook.com/SilkMediaHouse/posts/1492945484117626)

Comments
Loading...