სილქნეტი გლობალ ტვ-ის მომხმარებლებს 8 იანვრიდან მოემსახურება

274

2018 წლის 8 იანვრიდან გლობალ ტვ-ის მომხმარებლებს  კომპანია  სილქნეტი უცვლელი ტარიფით მოემსახურება.

გარდამავალ ეტაპზე, ახალ ინსტალაციებზე, დაზიანებასა და დემონტაჟზე განაცხადებების მიღებას ცხელი ხაზი 032 2 47 12 12 უზრუნველყოფს, ხოლო მასზე რეაგირება კომპანიების შერწყმის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.

Comments
Loading...