სილქნეტი განმარტებას აკეთებს დროებით შექმნილ შეფერხებაზე და ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს

12

კომპანიაში ახლახანს ჩატარდა მასიური სისტემური განახლების სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, უახლესი სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. 

სამუშაოების პროცესში, სამწუხაროდ, აბონენტების მცირე ნაწილს შეუფერხდა მომსახურება და ასევე ზოგს დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აბონენტზე ზრუნვა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეული მომხმარებლის პრობლემას. ვწუხვართ, რომ შეიქმნა ასეთი დისკომფორტი

გვინდა მივმართოთ მომხმარებელს, რომ უმოკლეს ვადაში დავაკორექტირებთ მათზე ზედმეტად დარიცხულ დავალიანებებს და ამასთანავე, დამატებით დავაკომპენსირებთ ამ შეფერხებას: ყველა აბონენტს, რომელსაც შეექმნა აღნიშნული შეფერხება, საჩუქრის სახით მიიღებენ კომპანიისაგან ბონუსს, სხვადასხვა სახის პაკეტისა თუ მომსახურების სახით

გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მომხმარებელს აღნიშნული დისკომფორტისთვის.  ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებელს მუდამ შევთავაზოთ მოქნილი და სწრაფი მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. არსებული სისტემური ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ ცვლილების ფარგლებში გამოწვეული ზემოთ ჩამოთვლილი დროებითი შეფერხებები აღმოფხვრილი იქნება უმოკლეს ვადებში, რაც სამომავლოდ არ განმეორდება.

Comments
Loading...