სილქნეტის საჩუქარი რაგბის მოყვარულებს

391

კომპანია სილქნეტმა რაგბის მოყვარულებს საჩუქარი გაუკეთა. საფრანგეთის პროფესიული სარაგბო კლუბების ჩემპიონატის, TOP14-ის,  საფინალო ტურნირის თვალის მიდევნება  SilkTV-ის  ყველა მაყურებელს შეეძლება. ერთი თვის მანძილზე არხი TV5Monde ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პაკეტის მომხმარებლისთვის.

პარალელურად, არხისა და კომპანიის გადაწყვეტილებით, SilkTV-ის მომხმარებლებისთვის რაგბის თემატიკაზე ფოტოკონკურსი დაიწყო.  ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 14 მაისამდე. მისამართზე photo@silknet.com. ფრანგული მხარე გამოავლენს 2 გამარჯვებულ ფოტოს, რომელთა ავტორები TOP14-ის საფინალო შეხვედრაზე პარიზში გაემგზავრებიან. მათთვის გათვალისწინებულია სასტუმრო (2დღე-ღამე), თვითმფრინავის  და  მატჩზე დასასწრები ბილეთები. 

 

აუცილებელია, ფოტოკონკურსში მონაწილე პირი იყოს SilkTV-ის აბონენტი, დარეგისტრირებული პორტალზე: mysilknet.com.

Comments
Loading...