სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაცია Silk Go  განახლებული შეთავაზებით ბრუნდება!

13

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტელევიზია უწყვეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველა შესაძლო საშუალებით? თუ შესაბამისი აპლიკაცია გექნებათ მობილურ მოწყობილობებში, ძალიან მარტივად შეძლებთ სატელევიზიო პროგრამებს უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, გზაში, ზღვაზე, აგარაკზე, მთაში, ბარში უყუროთ. 

ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში, სმარტფონით,  პლანშეტით ან კომპიუტერით, სატელევიზიო ეთერით სრულფასოვნად სარგებლობას უზრუნველყოფს აპლიკაცია  Silk Go. ესაა სილქნეტის სატელევიზიო სერვისის ანალოგი, გადახვევა-დაპაუზების ფუნქციონალით და მრავალფეროვანი, ჟანრებად დაყოფილი კონტენტით.  

კომპანიამ ცოტა ხნის წინ აპლიკაცია განაახლა და გაამარტივა რეგისტრაცია, რითაც შესაძლებელი გახადა ტელეფონის ნომრით რეგისტრაცია ახალი მომხმარებლებისთვის.

ამ სიახლესთან ერთად,  აპლიკაციაზე რეგისტრირებულ აბონენტს სილქნეტი უფასოდ თავაზობს „პრემიუმ ჯორჯიას“ პაკეტს, რომელშიც 40-ზე მეტი ქართული და უცხოური არხია. დამატებით,აქციის ფარგლებში, მსურველს შეუძლია ისარგებლოს კინო-კატალოგით Amediateka და უყუროს ქართულ და უცხოურ კინო კლასიკას, მსოფლიო პრემიერებს და რეიტინგული სერიალების ახალ სეზონებს, ასევე წინანდლის მუსიკალური ფესტივალის საკონცერტო არქივით. 

პაკეტი 20-ზე მეტ ყველა ძირითად ქართულ არხს გთავაზობთ,  მათ შორის  Silk Sport არხები – სპორტული ექსკლუზივებით: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, NBA ; სილქ კინო არხები, Silk Kids, სილქ უნივერსალი, ევრონიუს ჯორჯია – და შემეცნებითი, საინფორმაციო და გასართობი უცხოური არხები. თქვენთვის სასურველ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან, შეძლებთ თვალი ადევნოთ სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას. გაართოთ პატარები  გზაში და საბავშვო არხები ჩაურთოთ.  

თუ გავითვალისწინებთ, რომ სილქნეტმა უახლესი  ტექნოლოგია დანერგა საქართველოს ყველა კუთხეში და 7 ჯერ სწრაფ ინტერნეტს აწვდის ქსელში ჩართულ მომხმარებელს, გაჯეტებში ტელეეთერის ყურება ისეთივე კომფორტული ხდება, როგორც პლაზმურ ეკრანზე.

შეთავაზება ძალაშია 15 იანვრის ჩათვლით.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია უფასოდ ნებისმიერ მოწყობილობაზე. ისარგებლეთ სატელევიზიო კონტენტით სააბონენტო გადასახადის გარეშე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

iOS: https://apple.co/2QpSHAd
Android: http://bit.ly/SilkTVgo

Comments
Loading...