სილქნეტის მხარდაჭერით სათხილამურო ფედერაცია ევროპის თასის შეჯიბრს ჩაატარებს

7

ისტორიული ბაკურიანი მორიგ საერთაშორისო ჩემპიონატს 2022 წლის თებერვალში უმასპინძლებს და კიდევ ერთ სპორტული ზეიმს აჩუქებს მთელ მსოფლიოს

საერთაშორისო ეტაპები, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს,  წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ უმასპინძლოს 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს.  ყოველწლიურად, ათამდე ქვეყნის 80 საერთაშორისო კლასის  სპორტსმენი იღებს მონაწილეობას ბაკურიანის ეტაპებში.

2022 წლის სეზონზე ევროპის თასის 2 შეჯიბრი სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.

მანამდე კი ბაკურიანის საშეჯიბრო ტრასა ინსპექტირებას გადის. უკვე დადებითად შეფასდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც  მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო ინსპექტორებმა, რომლებიც სტუმრობდნენ კურორტს, შეამოწმეს ფინიშისა და სტარტის სივრცეები, სამედიცინო პუნქტები, განიხილეს ტრასის დიზაინი. ამ ხნის დაიდგა სამი საბაგირო, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესია კურორტისთვის.

„დავათვალიერეთ ტრასები, მიწის სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მზადყოფნა, სხვა ტექნიკური დეტალებიც თანხმდება და მოწმდება, რომ ეს ყველაფერის სპორტული სეზონის დაწყებამდე იდეალურად ორგანიზებული იყოს “ – ამბობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი რობერტო მორეზი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, კომპანია „სილქნეტის“ გენერალური სპონსორობით, უკვე ათ წელზე მეტია ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას უწყობს ხელს.

როცა 2019 წელს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებდა, ახალი მიზანი და კალენდარი გაჩნდა ამ ორი აქტორის საქმიანობაში.

საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარების პასუხისგებლობა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის – სილქნეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად გასწიეს წლების განმავლობაში.

ზურაბ  კოსტავა – საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თავმჯდომარე: „ ყოველი სატესტო წელი გვაახლოებს 2023 წლის მასშტაბურ საერთაშორისო ჩემპიონატს. ამიტომ განსაკუთრებული უნდა იყოს წლევანდელი სპორტულ სეზონი.  გასული წლების შეჯიბრებებმა დიდი გამოცდილება შესძინა საორგანიზაციო ჯგუფს, ძალიან ბევრი მოტივირებული ახალგაზრდა შემოვიკრიბეთ გარშემო. შეიკრა გუნდი, რომელიც ამ საქმეს ერთგულად ემსახურებიან, საერთაშორისო სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს. საქართველოს და ბაკურიანის 2022 წლის სპორტულ კალენდარში კიდევ ერთი , მაღალი დონის სპორტული ღონისძიება ჩაიწერება და სპორტის მოყვარულებს კიდევ ერთხელ მივანიჭებთ სიხარულს ამ სანახაობრივი ტურნირებით“.

ბაკურიანი 2022 წლის კალენდარი ასეთია: 19 თებერვალს სნოუბორდის პარალელურ სლალომში, ხოლო 20 თებერვალს გიგანტურ სლალომში შეჯიბრი ჩატარდება.

2022 წელს, ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს  ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს კვლავ ბაკურიანი უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის  სახეობაში იასპარეზებენ.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად  2023 წელს  სამთო სნოუბორდის შერეული გუნდების შეჯიბრი ბაკურიანში გაიმართება.

Comments
Loading...