“სილქნეტის” მიერ მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” შეძენის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება

229

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციის, კომპანია "სილქნეტის" მიერ მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" შეძენის, დასრულებასთან დაკავშირებით 27 მარტს, 15:00 საათზე "რესპუბლიკის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც აღნუშნულ საკითხზე ისაუბრებენ: 

  •  გიორგი რამიშვილი – კომპანია "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი;
  •  ალექსი თოფურია – "სილქ როუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
  •  ბადრი ჯაფარიძე – თიბისი ბანკის დამფუძნებელი;
  •  ვახტანგ ბუცხრიკიძე – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, მრავალფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა".

Comments
Loading...