სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შემეცნებითი შეხვედრები ყველა თაობის დაინტერესებულ მსმენელს აერთიანებს

8

სილქნეტმა National Geographic  საქართველოსთან ერთად ლექციების ციკლი დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა რედისონში გაიმართა, სადაც მწერალმა და მკვლევარმა დათო ტურაშვილმა ნამდვილი ამბები მოგვითხო თბილისის ცხოვრებიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ქალაქის უახლოესი ისტორიის ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ამბები. თხრობას დიმიტრი ერმაკოვის მდიდარი ფონდის უნიკალური ფოტო არქივი ერთვოდა. 

შეხვედრების ციკლი პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა განაგრძო. თემა აქტუალური იყო:  იდენტობა და დროის გამოწვევები საქართველოს მაგალითზე და ის ჟურნალ National Geographic საქართველოს  ივლისის ნომრის ერთ-ერთ მთავარ სტატიას _ “ვინ ვართ ჩვენ” ეხმაურებოდა, რომელიც ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს. ღონისძიება ივლისის ნომრის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც გამომცემელმა ანი ცაბაძემ წარუდგინა სტუმრებს.  

მნიშვნელოვანია, რომ ლექციების თემატიკა ჟურნალის ახალ ნომერში წამოჭრილ ამა თუ იმ საკითხს ეხმიანება. სტუმრებს საშუალება აქვთ უფრო ახლოს გაეცნონ გამოცემას, იქვე ჩაერთონ დისკუსიაში, შეხვდნენ ავტორებს, სპიკერებს, თან წაიღონ National Geographic საქართველოს  ახალი ნომერი.

დისკუსიები, რომელიც ამ შეხვედრებზე მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მეცნიერების, კვლევის, განათლების და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. ყველაზე საინტერესო და აქტიური სტუმარიც უსაჩუქროდ არ მიდის. 

წელს ჟურნალს 10 წლის იუბილე აქვს. უკვე ათი წელია ქართულ ენაზე შესაძლებელია ამ უნიკალური სამეცნიერო ჟურნალის გაცნობა. საერთაშორისო სტატიებთან ერთად, ქართული მასალებიც იბეჭდება. უნიკალურია ის ფოტო მასალაც, რომელიც თითოეულ ნომერს ახლავს.

თვალი ადევნეთ სილქნეტის სოციალურ ქსელს, მოინიშნეთ შემდეგი ლექცია!

გამოიწერეთ ჟურნალი ვებგვერდიდან: www.subscribe.nationalgeographic.ge

Comments
Loading...