“სითი მოლის” დირექტორი: შეზღუდვები კი არ შემსუბუქდა, არამედ გამკაცრდა, არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს

11

შეზღუდვები კი არ შემსუბუქდა, არამედ გამკაცრდა, – ამის შესახებ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა”სითი მოლის” დირექტორმა ლევენ მესხელმა.

მისი თქმით, მათი არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

“ზუსტად იმიტომ ვითხოვდით 15-დან მოგვცემოდა ოპერირების საშუალება, რომ ნაკადები სწორად გვემართა. ასევე ჩვენი თხოვა შეესაბამებოდა იმას, რომ სამუშაო საათების კორექტირება მოგვეხდინა. იქიდან გამომდინარე, რომ ათ საათზე კომენდანტის საათი იწყებოდა და მოგვცემოდა საშუალება, რომ 12 საათამდე შეგვძლებიდა ფუნქციონირება. როგორც ხედავთ, არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ვსაუბრობთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე და ჩემი აზრით შეზღუდვები კი არ შემსუბუქდა, არამედ გამკაცრდა.

მოსახლეობისთვის იქნება არაკომფორტული, რომ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც მოუწევს რიგში დგომა, რაც იქნება საახალწლო ციებ-ცხელებიდან გამომდინარე. ჩვენი პრესკონფერენციები ამაზე იყო, რომ ნაკადების მართვაზე პრობლემა არ ყოფილიყო. გაცხადებული იყო, რომ 24-ში ავტომატურად უნდა მოხსნილიყო, შემდეგ კი თქვეს, რომ რაღაც კორექტირება შევიდოდა, საბოლოოდ დამატებითი ვალდებულებების აღება მოგვიწია იმისთვის, რომ 24-ში გახსნილიყო სავაჭრო ცენტრი”, – განაცხადა “სითი მოლის” დირექტორმა.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. გაიხსნება მოლები, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

Comments
Loading...