სვანეთში მედია ტურნირი გაიმართა

37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრში ქართული მედიასაშუალების 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ერთმანეთს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეეჯიბრნენ.
ღონისძიება მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით მოეწყო.

მედია-ტურნირში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ ადგილზე გასულს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა “გაიცანი საქართველოს” თასი გადასცა. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალური მედლები და პრიზები გადაეცათ.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სასტუმრო რუმსი, ბორჯომი-ლიკანი, ბაბანეურის მარანი, რედკო გუდაური, ხორცპროდუქტების კომპანია “ვაკე.” კომპანია “ბეილისი”და კომპანია “სარაჯიშვილი.”

ვაჟთა და ქალთა შორის პირველ ადგილზე გამარჯვებულებს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სპორტული ინვენტარის მაღაზია “მაგელანის” 500 ლარიანი 2 ცალი ვაუჩერი გადასცა.

გოგონებს შორის პირველ ადგილი ტელეკომპანია “Music Box”-ის ჟურნალისტმა ნინუცა როსტიაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, მესამე ადგილი კი “PostTV”-ის წარმომადგენელმა ნუკი ბაღდავაძემ დაიკავა.

ვაჟთა შორის პირველი ადგილმზე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა მამუკა გოგლიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” წარმომადგენელი ლაშა ჩაგელიშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის პროდიუსერმა ლაშა მიქაძემ დაიკავა.

ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია, რეგიონის სეზონის გახანგძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ტურნირის შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საოჯახო სასტუმრო მოინახულეს, სადაც ტურისტებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ.

Comments
Loading...