სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გავრცელდება

92

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს სტატუსი „ნეგატიური“ აღარ მიენიჭება და საინფორმაციო ბიუროში ასახული იქნება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემები მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ საკრედიტო ისტორიის მიხედვით მიიღებენ.

ცვლილებები საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების რეგულირების ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან ბიუროებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გავრცელდება.

უშუალოდ როდიდან გაუქმდება ნეგატიური სტატუსის დეფინიცია, ჯერჯერობით უცნობია.

სტატუსი ნეგატიური იმ მსესხებლებს ენიჭებათ, ვისაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ. ამ დროისთვის ეს სტატუსი დაახლოებით 600 ათასს ადამიანს აქვს.

"არსებული მიდგომის მიხედვით, ვადაგადაცილებაზე მსესხებელს ენიჭებოდა ნეგატიური სტატუსი, რასაც შავ სიას ეძახდნენ, რაც ხშირად გამხდარა ხოლმე სესხის გაცემის უარის მიზეზი, ანუ ადამიანს შეიძლება ჰქონდა დავალიანება, მაგრამ ეს დავალიანება, მე რომ მკითხოთ, არ უნდა იყოს გადამწყვეტი კრედიტის გაცემაზე. ეს მიდგომა იცვლება.

ბანკი უკვე შეაფასებს არა იმით ნეგატიური აქვს, თუ პოზიტიური, არამედ შეაფასებს ფაქტობრივი მდგომარეობით", – აღნიშნავენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში.

Comments
Loading...