სექტემბერში ტურისტული ვიზიტები 401%-ით გაიზარდა

5

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს 226 662 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. აქედან 209 642 ვიზიტი ტურისტული დანიშნულების იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტები წელს 401%-ით გაიზარდა. 2020 წლის სექტემბერს ტურისტული ვიზიტით საქართველოს 41 823 უცხოელი ეწვია.

ამასთან, 2021 წლის სექტმბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს რუსეთიდან ეწვია, კერძოდ, 33 139 ადამიანი. შემდეგ მოდის თურქეთი 32 281 ვიზიტორით და უკრაინა – 22 972 ვიზიტორი.

Comments
Loading...