სექტემბერში ინფლაციამ 12.3% შეადგინა

8

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.7 პროცენტით მოიმატა.

ამასთან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 18.7 პროცენტამდე მოიმატა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 8.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 16.5 პროცენტით გაძვირდა.

Comments
Loading...