29 აპრილს ეროვნული მუზეუმის ეზოში ახალი ბიოგრაფიული სერიალის Genius-ის პირველი სერიის პრეზენტაცია მოეწყო. სერიალი ათი ეპიზოდისგან შედგება და ალბერტ აინშტაინს ეძღვნება. გენიოსის როლს ოსკაროსანი მსახიობი ჯეფრი რაში ასრულებს. სპეციალურად პრემიერისთვის თბილისს სტუმრობდა არხის National Geographic წარმომადგენელი.
სიმფონიურმა კვინტეტმა მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა. სამეცნიერო მუზეუმმა "ექსპერიმენტორიუმმა" საგანგებო შოუ მოაწყო. ფილმის საპრემიერო ჩვენებამდე , რუსთაველის გამზირზე სახალისო გათამაშება ჩატარდა, რომელმაც ყველაზე ცნობისმოყვარე გამვლელი გამოავლინა. გამარჯვებულ ჯონ კვეზერელს ღონისძიებაზე გადაეცა საგზური გერმანიაში, აინშტაინის მუზეუმში.
სერიალი Genius ხელმისაწვდომია SilkTV-ის მომხმარებლებისთვის National Geographic Chanel-ზე. არხს ენის ცვლის შესაძლებლობა აქვს და ორიგინალშიც შეძლებს მომხმარებელი უყუროს მთელ სეზონს – ყოველ კვირას 22:00 საათზე.