სემეკს ახალი წევრი ჰყავს

314

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ახალი წევრი ჰყავს. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს დაამტკიცა. "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაია მელიქიძე კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. 

მაია მელიქიძე 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006-2007 წლებში  – ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM), ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი. 2015 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს სკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით. 

შრომითი საქმიანობა დაიწყო 2003 წლიდან "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" პროექტის მენეჯერად. 2004-2008 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად. 2008-2009 წლებში იყო სს "საქართველოს ბანკის" მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. 2009 წლიდან 2016 წლის პირველ მარტამდე მუშაობდა სს "ლიბერთი ბანკის" საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად. არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საბანკო-საფინანსო მიმართულებით. 2016 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში. 

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Comments
Loading...