სემეკმა 7 სექტემბრის სხდომაზე მოქალაქეებს 174 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

280

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმრავლესობა, 130 საკითხი, შეეხებოდა მოქალაქეების ხანდაზმულ დავალიანებებს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" , სს "თელასის" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიმართ. კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ჯამში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 174 439.01 ლარი ჩამოაწერა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

Comments
Loading...