სემეკმა შპს “არზუ გაზს” ახალი ტარიფი დაუდგინა

282

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 31 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე შპს "არზუ გაზისათვის" სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი შეადგენს 55.418 თეთრი/მ3-ს. ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "არზუ გაზის" სატარიფო განაცხადის საფუძველზე კომისიაში კომპანიისათვის ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 17 ივლისს. მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 აგვისტო, ხოლო კომისიის დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2017 წლის 3 დეკემბერი.

შპს "არზუ გაზი" ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას და ემსახურება გარდაბნის რაიონში, სოფელ ვახტანგისში არსებულ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს (სულ 527 აბონენტი).

Comments
Loading...