სემეკმა “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სს “საქორგგაზის” ტარიფების დადგენაზე ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

461

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) პირველი მარტის საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად – მიმდინარე წლის 20 ივლისი.

მიმდინარე წლის 31 მარტის 18:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარადგინოს მოსაზრებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Comments
Loading...