სემეკმა “აჭარისწყალი ჯორჯიაზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

325

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) 11 სექტემბრის საჯარო სხდომაზე შპს "აჭარის წყალის" სახელზე,  შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

ჰიდროელექტროსადგური "შუახევი ჰესი", 2 ჰიდროაგრეგატით, ექსპლოატაციაში 2017 წელს შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.72 მგვტ-ია, საპროექტო გამომუშავება – 429 მლნ კვტ/სთ. "შუახევი ჰესი" სიმძლავრით, საქართველოში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებში რიგით მეოთხე სადგურია.

Comments
Loading...