სემეკი 26 თებერვალს ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს

26

26 თებერვალს, 15:00 სთ-ზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვერგვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066

2019 წლის 18 იანვარს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შემუშავდა პროექტი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 26 აპრილი განისაზღვრა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება სემეკის ოფისში: ა.მიცკევიჩის ქ. N19.

Comments
Loading...