სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

278
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ჰიდროელექტორსადგურების – ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე.
 
ასევე, 25 დეკემბრის სხდომაზე დადგინდება სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.
 
სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
Comments
Loading...