სემეკი წყლის მარეგულირებლების ევროპულ ქსელს მასპინძლობს

335

20-21 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG)  გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ იტალიის, ბელგიის, პორტუგალიის, მოლდოვას, მალტის, მაკედონიის, ლატვიის, ირლანდიის, უნგრეთის, შოტლანდიის, რუმინეთისა და ბულგარეთის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ წყალმომარაგების კომპანიების მონიტორინგისა და რეგულირების პრინციპებს. ასევე, იმსჯელებენ კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმების მექანიზმებზე.

სემეკის წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

Comments
Loading...