სემეკი: სს “ხრამჰესი 1”-სა და სს “ხრამჰესი 2”-ს ახალი ტარიფები დაუდგინდა

267

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 31 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე სს "ხრამჰესი 1"-სთვის და სს "ხრამჰესი 2"-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს "ხრამჰესი 1"-სთვის დადგენილი ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.781 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.147 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  – 2.300 თეთრი/კვტსთ.

სს "ხრამჰესი 2"-სთვის დადგენილი ტარიფია:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 11.248 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 10.614 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.767 თეთრი/კვტსთ;

2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.500 თეთრი/კვტსთ.

მიმდინარე წლის 13 ივნისს სს "ხრამჰესი 1"-მა და სს "ხრამჰესი 2"-მა კომისიაში წარმოადგინეს სატარიფო განაცხადები ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით. მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები აღნიშნულ საკითხებზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად. კომისიაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 ივლისი, ხოლო აქტების – კომისიის დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადად – 2017 წლის 19 ნოემბერი.

სს "ხრამჰესი 1"-სა და სს "ხრამჰესი 2"-ის ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების მე-17 მუხლი. 2011 წელს დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სს "ხრამჰესი 1"-სა და სს "ხრამჰესი 2"-სთვის დადგენილი იქნა გრძელვადიანი ტარიფები 2025 წლამდე.

Comments
Loading...